გადასახლება

ირანის ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთით, იქ, სადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც ფერეიდანს ეძახიან. თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ამ მაღალ მთებში ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველი მოსახლეობა. ისინი ჩვენში `ფერეიდნელი ქართველების~ სახელით არიან ცნობილი

ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა და მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობას. მთელი XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში არცერთი ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური არ მოხვედრილა ფერეიდანის მხარეში, რის გამოც ამ პერიოდის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იქ მოსახლე ქართველების შესახებ. მხოლოდ 1840 წელს გაიარა გზად ფერეიდანში ინგლისელმა ჰენრი ლეიარდმა, რომელმაც შემოგვინახა პირველი წერილობითი ცნობა ფერეიდანთან დაკავშირებით.

წყარო

No comments:

Post a Comment