საქართველო-ირანის ურთიერთობის ასპექტები
ირანი
ირანი (1935 წლამდე სპარსეთი) წინა აზიის უძველესი სახელმწიფოა. იგი ჩვენი ქვეყნის იმ მეზობელ პოლიტიკურ–კულტურულ წარმონაქმნთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებთან ურთიერთქმედების ფონზეც ვითარდებოდა საქართველოს სახელმწიფო.
აქემენიანთა ბატონობის ხანიდან (VI-V ს.ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) XIX საუკუნემდე ირანი ხშირად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილებაში.
საქართველო, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლი, ექცეოდა ხოლმე ირანის ძლიერი იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა სისხლისმღვრელი ომები, საქართველოს მოსახლეობის დარბევა და გადასახლება.
No comments:
Post a Comment