რელიგია და ყოფა-ცხოვრება


აჰ-აბას პირველი მოქნილად იყენებდა რელიგიას ირანის საგარეო
პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურში. შაჰის მიერ ქართლის
მეფის სიმონ ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვა ადასტურებდა
ქრისტიანობისადმი შემწყნარებლური და კეთილი დამოკიდებულების
პოლიტიკის გატარების ცდას. მისი სამეფო კარის მოხელენი ან ქრისტიანები,
ანდა ქრისტიანებისადმი კეთილად განწყობილი ხალხი იყვნენ. შაჰი ამავე
დროს, თანხმობას აცხადებდა ირანში მცხოვრები ქრისტიანების მორჩილებაზე
რომის პაპისა და კათოლიკური ეკლესიისადმი. ამასთან, შაჰი ნებას იძლეოდა,
მის სახელმწიფოში კათოლიკე მისიონერებს ქრისტიანული სარწმუნოება
ექადაგათ.
არსებული რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, რომის პაპი
დაბეჯითებით ითხოვდა შაჰისაგან, გამოეცა ინსტრუქციები, რათა ყოველ
ქრისტიანს, როგორც შაჰის სამფლობელოებში დაბადებული, ისე უცხო
ქვეყნებიდან მოსულთ, ან ომიანობის დროს ტყვედ ჩავარდნილთ,
მოპყრობოდნენ ლმობიერად. შაჰს არ უნდა დაეშვა ქრისტიანული
სარწმუნოების იძულებით უარყოფა. თავის მხრივ პაპი აღუთქვამდა შაჰს, რომ
ისიც ასევე მოიქცეოდა, თუ მაჰმადიანები მოხვდებოდნენ ქრისტიანულ
ქვეყნებში, ან ოსმალთა მიერ ტყვედ წაყვანილნი ქრისტიანთა ხელთ
აღმოჩნდებოდნენ

ბუნებრივია, შაჰის პოლიტიკა ქრისტიანებისამდი ევროპის სახელმწიფოთა
პოზიციით განისაზღვრებოდა, რაშიც მთავარ როლს ოსმალეთის საკითხი
წარმოადგენდა.

No comments:

Post a Comment