საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველები 2 დეკემბერს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ, მათ თან ახლდა დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ სტუმრებს
მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი“ დაათვალიერებინა, სადაც
წარმოდგენილი იყო ულამაზესი მინიატურებითა და თავსამკაულებით
გაფორმებული, დახვეწილი კალიგრაფიით შესრულებული ხელნაწერები: ჯრუჭის I ოთხთავი და
ვანის სახარება, ვეფხისტყაოსანი და სხვა.
ფერეიდნელმა ქართველებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათ
გამოცემათა კაბინეტში დაათვალიერეს უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნები, მათ შორის
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი და ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი იშვიათი
გამოცემები.
სტუმრებმა ცენტრის მრავალფეროვანი კოლექციის მიმართ დიდი
ინტერესი გამოიჩინეს.
ფერეიდნელები საქართველოში 29 ნოემბერს
ჩამოვიდნენ და 7 დეკემბრამდე დარჩებიან. ოცკაციან დელეგაციას არია ხოსრავი
(ხოსროშვილი) ხელმძღვანელობს.
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment