ეროვნული თვითშეგნება


უცხო მხარებში გადაკარგულებმა თავი არ დაუხარეს შაჰინ-შაჰის ვერაგულ
ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას,
დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება
და სულიერი სიმდიდრე.  ფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო და სანუკვარია ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე _
ოცნებადქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს
შვილს ფერეიდნელი დედა.

ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან
წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია და გამრავლებულა. ამ ადგილს `პაპას ბაღი~ დარქმევია და მის მიდამოებში ყოველ გაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების გაცნობა და ერთმანეთის არჩევაც. `პაპას ბაღი~ მარტყოფელებს დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდ მიაჩნიათ. `ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ მამა-პაპათა და დიდი საქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხას.

No comments:

Post a Comment