25 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდნელ ქართველებს – დავით
დავითაშვილსა და ნიკოლოზ ონიკაშვილს უმასპინძლა. მოწვეულ სტუმართა შორის
იყვნენ პოეტი და მთარგმნელი, ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია და მწერალი
გიორგი ალავერდაშვილი.
ღონისძიება ჩატარდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ბეჟან ხორავას ინიციატივით.

ბატონმა ბეჟანმა,
რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, მიმოიხილა ქართლ-კახეთში მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური ვითარება, რის შედეგადაც შაჰმა აბას პირველმა სპარსეთის სხვადასხვა რაიონში გაასახლა ძირითადად კახეთის რეგიონებიდან აყრილი 400 ათასამდე ქართველი; ღონისძიების წამყვანმა ხაზი გაუსვა ფერეიდნელი ქართველების შემართებას, იმას, თუ რის ფასად შეძლეს მათ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება რწმენითა და წეს-ჩვეულებით საქართველოსაგან ბევრად განსხვავებულ ქვეყანაში, როგორი რუდუნებით შეინახეს მშობლიური ენა და ქართული ტრადიციები.
ბატონებმა ნომადი ბართაიამ და გიორგი ალავერდაშვილმა ისაუბრეს ირანში (ფერეიდანში) მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე, იქაური ქართველების ყოფა–ცხოვრებაზე, სანაქებო სტუმარ-ასპინძლობაზე, იმ მჭიდრო მეგობრობაზე, რომელიც არაერთმა სტუმრობამ და ადამიანურმა ურთიერთობებმა განაპირობა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის მაგისტრანტებმა რუსუდან გოგინაშვილმა და ეკა ჟვანიამ ისაუბეს ქართველთა ირანში განსახლებისა და გამუსულმანების საკითხებზე.

სტუმრებმა უპასუხეს
დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს, რომელიც შეეხებოდა ფერეიდნელი ქართველების
წარსულსა და თანამედროვეობას, საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას.
ღმერთმა ქნას, დავით დავითაშვილისა და ნიკოლოზ ონიკაშვილის მსგავსად, დედასამშობლოს წიაღში დაბრუნდეს ყველა პატრიოტი ქართველი, ყველა ის ქართველი, ვისაც სამშობლო საუკუნეთა განმავლობაში ფერად სიზმრებად ექცა.

რობერტ მესხი
No comments:
Post a Comment