სოფლები და მოსახლეობა


თანამედროვე ფერეიდანი ირანის რიგით მეათე, ისფაჰანის ოსთანის (საგუბერნატორო) შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს (პროვინცია) წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ იგი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში, ბახთიარიის მაღალ მთებში. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით _ გოლფაეგანის, აღმოსავლეთით _ ისფაჰანის ცენტრალური, სამხრეთით _ შაჰრქოდის შაჰრესთანები, ხოლო დასავლეთით _ მას ბულიუქ-ოლ ბაქუდარაზი საზღვრავს. ამის გარდა, გორჯის, ქარჩამბუს და ჩადეგანის დეჰესთანებში (სასოფლო თემი) შემავალი სოფლები ირანის სტატისტიკური სამმართველოს მიერ ფერეიდანის ერთ დიდ დეჰესთანად არის მიჩნეული.
ფერეიდანის შაჰრესთანი შედგება ახორეს (მარტყოფი) და დარანის ბახშების (რაიონი), 6 დეჰესთანისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან. მისი მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება
ფერეიდანის შაჰრესთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დარანის ბახშში) მდებარე გორჯის დეჰესთანი აერთიანებს 25 სოფელს _ 24,175 მოსახლით. გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში ქართველები ცხოვრობენ.

No comments:

Post a Comment